2026 წლის ბიუჯეტის პროექტი

18:15, 29.11.2025

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, რომლის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური ოდენობა 36,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. სამინისტროს ცნობით, მომავალ წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.

2026 წლისთვის პრიორიტეტად კვლავ ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება. მათ შორის, პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20-პროცენტიანი ზრდა. თავდაპირველად ამ მიმართულებით ათპროცენტიანი ზრდა იყო დაგეგმილი, რაც მოგვიანებით გადაიხედა. ასევე, ათი პროცენტით იზრდება საჯარო  მოხელეების ხელფასებიც.

მესამე წარდგენის ბიუჯეტის პროექტით, ყველაზე მეტად, 90 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. განათლების სამინისტროს 87 მილიონი ლარი ემატება, 46 მილიონი ლარი დაემატება კულტურის სამინისტროს, სპორტის სამინისტროს კი 22.5 მილიონი ლარი. ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით იზრდება.

მსგავსი