2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები 

21:42, 06.12.2025

ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში 2026 წელსაც მთავარ პრიორიტეტებად რჩება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების ოცპროცენტიანი ზრდა, ათი პროცენტით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები.

მომავალ წელს 7 მილიარდი დაიხარჯება მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის, ამ თანხის ნაწილი გათვლილია პენსიის მატებისთვის. ბიუჯეტის საბოლოო პროექტით 90 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 87 მილიონი ემატება განათლების სამინისტროს.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებს მარიამ ბერძენიშვილი გაგაცნობთ.

მსგავსი