2026 წლის ბიუჯეტის განხილვა

15:22, 13.10.2025

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა 2026 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას მხარი დაუჭირა. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ფინანსური დოკუმენტი დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შესაბამისი მაკროეკონომიკური პარამეტრები. რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.

ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 35 მილიარდ 5 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები. პროცესის თანახმად, პარლამენტში პროექტის განხილვა გაგრძელდება. დეკემბერში კი საბოლოო ვერსია დამტკიცდება.

 

მსგავსი