2024 წელს საქართველოს 5 მილიონ 100 ათასი საერთაშორისო ტურისტი ეწვია. ეს მონაცემები ცხრა პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ინდოეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი.