2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრას ფეხბურთის გულშემატკივრები ექსკლუზიურად პირველი არხის ეთერში ნახავენ. ტურნირი ერთი თვე გაგრძელდება და თამაშების გარდა, პირდაპირ ეთერში მაყურებელს საინტერესო გადაცემები და მატჩების მიმოხილვა ელის. ფეხბურთის გულშემატკივარს ასევე საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს პირველი არხის გათამაშებაში „ფეხბურთის ლოგიკა“ და მოიგოს მთავარი პრიზი  – 2018 წლის ავტომობილი, ასევე სხვა პრიზები, მათ შორის სმარტფონი და ტელევიზორი.

გათამაშება სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მომზადებული სტუდიიდან გავა ეთერში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით. მსოფლიო ჩემპიონატი გაშუქდება პირველი არხის ვებპორტალზე 1tv.ge და რადიო პირველი არხის  ეთერში.