ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

იმუნიზაციის ტემპი ჯერ ისევ დაბალია, თუმცა აცრილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. პროცესის გასამარტივებლად, ვაქცინაცია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, უკვე წინასწარი ჯავშნის გარეშეც შესაძლებელია. ერთ-ერთი ასეთი სივრცე ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსშია მოწყობილი, სადაც იმუნიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მოქალაქეებს შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე, ადგილზე პირდაპირ მივიდნენ და მათთვის სასურველი ვაქცინით აიცრან. არჩევანი „სინოფარმს, „სინოვაკსა“ და „ფაიზერს“ შორის უნდა გააკეთონ. ცენტრის ინფექციონისტები ამბობენ, რომ მოქალაქეების მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია.