თბილისში ტაქსის მომსახურება გაძვირდა

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებისთანავე საგრძნობლად გაძვირდა ტაქსით მგზავრობა. სტანდარტული ფასი მინიმუმ 30-40%-ით არის გაზრდილი. მაგალითისთვის, მარშრუტში, რომელიც მანამდე 10 ლარი ღირდა, ახლა კლიენტს 15 ლარის ან უფრო მეტის გადახდა უწევს.

კიდევ უფრო ძვირია კომპანიებიდან გამოძახებული ტაქსების მომსახურება. მომატებული ტარიფის გამო, მოქალაქეების ნაწილი გადაადგილებას ვეღარ ახერხებს. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ თვითდასაქმებულები, რომლებსაც სამსახურამდე მისვლაც უჭირთ.

დატოვე კომენტარი