13 ინფიცირებული ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ხუთი იმპორტირებული შემთხვევა და ინფიცირების ერთი უცნობი პირველწყარო - ვირუსი სამედიცინო პერსონალსაც დაუდასტურდა. ლილოს ბაზრობაზე მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. გარდაბნის რაიონის სოფელი ყარაჯალარი ჩაკეტილ ზონად რჩება

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება ფიქსირდება. დღევანდელი 13 ახალი შემთხვევიდან, ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს დადგენას ეპიდემიოლოგები ამ დომდე ცდილობენ. პარალელურად, გამკაცრებულია კონტროლი ბაზრობებზე. ლილოში ორი დღეა, მოვაჭრეთა მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ისევ ჩაკეტილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი, სადაც მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

თათია ტაბეშაძის სიუჟეტი ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ.