კორონავირუსი - ახალი შეზღუდვები

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

28 ნოემბრიდან ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. მოქალაქეებს ასევე, შაბათიდან, საქართველოს მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ეზღუდებათ გადაადგილების შესაძლებლობა, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ანა ბროლაძემ მოისმინა და ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება – კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდება უახლოეს დღეებში და რა შეღავათებია გათვალისწინებული მოქალაქეებისთვის?

დატოვე კომენტარი