11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა. ამ დღეს ალ-ქაიდას ტერორისტებმა ოთხი თვითმფრინავი გაიტაცეს. აქედან ერთი გზაში ჩამოვარდა, მეორე პენტაგონის შენობას დაეცა, დანარჩენი ორი კი ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ამ დღეს სულ 3 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ორივე შენობა – 110-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები ორ საათზე ნაკლებ დროში განადგურდა. ცათამბჯენების ადგილზე ახლა გარდაცვლილთა მემორიალი და მუზეუმია. 11 სექტემბრის შემდეგ, აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო. 2011 წელს კი ალ-ქაიდას ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.