ახალი კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში

ბოლო ერთ დღეში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა რუსეთში. ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 საათში რეკორდულად მოიმატა. „კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, რთული ვითარებაა უკრაინის დედაქალაქშიც, სადაც კიევ-პეჩორის ლავრაში კარანტინი გამოაცხადეს.

გარდაცვლილია ორი სასულიერო პირი. ყველაზე მძიმე სურათი ისევ აშშ-ია, სადაც კორონავირუსით, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ეპიდემიის პიკს აანონსებენ.

გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება ევროპაშიც, თუმცა, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს, რაც ეპიდემიოლოგების ნაწილს დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს. ამის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების ნაწილი შეზღუდვების მოხსნას არ ჩქარობს. გამონაკლისი ესპანეთია.