პრემიერ-მინისტრის განცხადება

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის რუხის საავადმყოფოში ასამდე ადგილი გამოიყოფა – ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, ამავე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მოეწყოს საკარანტინო ზონაც. საავადმყოფო გათვლილი იქნება ასევე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პირებისთვის, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ.

პრემიერმა დღესვე კომენტარი გააკეთა ქართველი ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საელჩოებს და მათ მთავრობა ორგანიზებულად დააბრუნებს სამშობლოში. ამაში სახელმწიფოს არავის დახმარება არ სჭირდება.

დატოვე კომენტარი