​მცირე მარნების დახმარების პროგრამა 

პანდემიის გამო რთულ მდგომარეობაში მყოფ ქართველ მეღვინეებს პროდუქციის რეალიზაციაში ეხმარებიან. ღვინის მარნების მხარდამჭერმა პროგრამამ ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. უცხოელი იმპორტიორები მცირე მეწარმეების პროდუქციაზე ინფორმაციას და ღვინის ნიმუშებს დისტანციურად იღებენ და დაინტერესების შემთხვევაში, მათ ღვინის ექსპორტზე გატანაში დახმარებას უწევენ. როგორც ირკვევა, ინტერესი დიდია.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები საგრძნობლად შემცირებულია, ამიტომ წლევანდელ რთველს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება.