​ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში „კოვიდ-19“-ის ახალი „ომიკრონშტამის“ აქტიური გავრცელება მიმდინარეობს. სპეციალისტების ვარაუდით, თბილისში ახალი შემთხვევებიდან ყოველი მეორე შესაძლოა უკვე სწორედ „ომიკრონშტამზე“ მოდიოდეს. ნავარაუდევია, რომ თებერვლის პირველ რიცხვებში ახალი შტამი დომინანტი გახდება. პანდემიის მეექვსე ტალღამ კი შეიძლება სერიოზული გამოწვევები შექმნას.

საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების აღმავალი ტენდენცია გვაქვს – ახალი შტამის გავრცელების პიკში ინფიცირების შემთხვევების მატებას შესაძლოა კლინიკებში საწოლი ადგილების დეფიციტი მოჰყვეს. გარდა ამისა, პრობლემურია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები. პანდემიის გავრცელების აღმავალი ტენდენციის შესაჩერებლად ერთადერთი გზა არსებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების მკაცრ აღსრულებაზე გადის. აუცილებელია ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.