​COVID-19 - ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში 

ამ დრომდე ჩაკეტილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი, სადაც დღეს კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. დასახლებაში მიმოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება. სულ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დღევანდელი შემთხვევების ჩათვლით, 45 დადასტურებული შემთხვევაა.

რა ვითარებაა ადგილზე ამ წუთისთვის, ამას რუსუდან ლოლაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება – მეორე დღეა, სპეციალისტები ცდილობენ ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, რასაც გარკვეული პრობლემები ახლდა მოსახლეობის მხრიდან, რა სიტუაციაა ამ დროისთვის?