უკავშირდება თუ არა ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეზღუდვების მოხსნას და არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი

ახალი კლასტერი და 11 ახალი კოვიდინფიცირებული, შეზღუდვების კიდევ ერთი ეტაპის შემსუბუქებიდან ორ დღეში. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, საბურთალოს კლასტერის საცხოვრებელ კორპუსში შემოწმება გრძელდება. 50 სავარაუდო კონტაქტიდან ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდა 27 პირს. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები და მათთან ახალო კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან.

დღეს ბოლო ერთ კვირაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. როგორ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და უნდა ველოდოთ თუ არა შემთხვევების მკვეთრად მატებას. სპეციალისტების პროგნოზი, მოქალაქეებისთვის გაცემული მთავარი რეკომენდაციები და ახალი შემთხვევების გავრცელების არეალი.

ნახეთ ჩვენი სიუჟეტი.