​ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გააქტიურა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. განსაკუთრებული აქცენტი ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე კეთდება. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები. მიმდინარე წელს სააგენტომ უკვე შეამოწმა 522 საცხობი, საიდანაც 85 შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოვლინდა. კვერცხის წარმოებებში კი დარღვევის მხოლოდ ორი ფაქტია აღრიცხული.