​ ქართული ღვინის საღამო სეულში

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქალაქ სეულში „ქართული ღვინის საღამო“ გაიმართა. ღონისძიებაზე ღვინის პროფესიონალების წინაშე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

სეულში ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.