​ პრემიერის გზავნილები

სურსათის ფასებთან დაკავშირებით მომზადდება ევროდირექტივის შესაბამისი კანონპროექტი, პარალელურად კი გაგრძელდება მუშაობა მსხვილ იმპორტიორებთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი გააკეთა ქვეყანაში საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ისაუბრა ასევე ანაკლიის პორტის მშენებლობაზე.