​საქართველო ვაქცინაციის მოლოდინში

საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინის 30 ათას დოზას 22 მარტის კვირაში მიიღებს. დაახლოებით ამავე პერიოდში საქართველოში შემოვა ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტიაც. შემდეგ დოზას კი ქვეყანა აპრილის მეორე ნახევარში მიიღებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან და მწარმოებელთან, მათ შორის ინდოეთის ინსტიტუტთან, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინას უშვებს.

რაც შეეხება „ნოვოვაქსის“ ვაქცინას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ის ერთ-ერთი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც ამერიკული კომპანია აწარმოებს. საუბარია მილიონ დოზაზე. აღნიშნულ ვაქცინას ქვეყანა, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში მიიღებს.

დატოვე კომენტარი