​COVID-19 - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინფიცირებულების ნაწილი, რომელიც სწორედ ლილოს ბაზრობაზე არის დასაქმებული, მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სულ 55 პაციენტია. უმრავლესობის შემთხვევაში, ვირუსი გართულებების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა კლინიკაში განმარტავენ, რომ რამდენიმე შემთხვევა კრიტიკულია, ერთის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

 

დატოვე კომენტარი