საქართველოს რადიო მუსიკა

 

 

ვინ ვართ ჩვენ
საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს - საქართველოს პირველი არხი (მაუწყებლობს 1956 წლიდან) და მეორე არხი (1991 წლიდან) (ამჟამად პირველი არხი | ტელესკოლა), ასევე რადიოარხებს - საქართველოს რადიო FM 102.3 (1925 წლიდან), საქართველოს რადიო მუსიკა FM 100.9 (1995 წლიდან). საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნას საფუძველი ჩაუყარა კანონმა მაუწყებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 23 დეკემბერს მიიღო და ძალაში 2005 წლის 18 იანვარს შევიდა. სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის საზოგადოებრივ მაუწყებლად ტრანსფორმაციის პროცესის დასაწყისი სწორედ კანონის მიღებას უკავშირდება, რომლის რეალური დანერგვა მმართველობის ახალ ფორმაზე გადასვლით დაიწყო. 2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სამეურვეო საბჭოს, როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული და საზოგადოების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა; ხოლო სამეურვეო საბჭომ 2005 წლის 19 აგვისტოს ღია კონკურსის წესით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი აირჩია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტებით. მთავარ მისიას დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლება, მრავალფეროვნებისა და სოციალური ინტეგრაციის ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებისთვის კულტურული ფასეულობების მიწოდება წარმოადგენს. მკვეთრად განსაზღვრული ამოცანები და ღირებულებები საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხმარება, ყველა ის საინფორმაციო, ანალიტიკური, დოკუმენტური, შემეცნებითი, სპორტული და სხვა მიმართულების გადაცემა, რომელიც მზადდება, დროულად და ხარისხიანად მივიდეს მაყურებლამდე და მსმენელამდე. იხ. ვრცლად