ვნება (U)
ორშაბათი-პარასკევი, 15:30

პორტუგალიური სერიალი „ვნება”(U) საქართველოს პირველი არხის ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს, 15:30 საათზე.

ყველაფერი სიყვარულით იწყება, შემდეგ მათ ბედი მოულოდნელ სიურპრიზს სთავაზობს და რეალობა გეგმებს ცვლის – მიგელს და ლუიზას ერთმანეთი უყვართ და დაქორწინებას აპირებენ. მიგელს მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრებენ.

უდანაშაულო კაცი, ათწლიანი პატიმრობის შემდეგ, ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ ლუიზა მისი მეგობრის ცოლია და მათ ქალიშვილიც ჰყავთ; ირკვევა ისიც, რომ მკვლელობა მეგობარმა ჩაიდინა.

მიგელი არ კარგავს იმედს და ყველაფრის დასაბრუნებლად იბრძვის – სიყვარულით სიყვარულისთვის…

ვიდეო/აუდიო