ზურაბ იაშვილი – სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ გავასაჩივრებ და თუ არ დაკმაყოფილდა, გადავიხდი გირაოს
„რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„გადაწყვეტილებას ჯერ გავასაჩივრებ და თუ არ დაკმაყოფილდა, გადავიხდი გირაოს. რაც შეეხება ბრალდებას, გუშინაც აღვნიშნე, რომ არ ვეთანხმები.
საქმის მასალებს გავეცანი და ადვოკატთან ერთად ვადასტურებ, რომ საერთოდ შორს არის სიმართლისგან ის ბრალდება, რაც მაქვს წაყენებული.
ყველა ტრანზაქცია, ყველა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა განხორციელებულია კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ზურაბ იაშვილმა.