ზურაბ ალფაიძე - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2021 წელს დედაქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 70 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა
ზურაბ ალფაიძე - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2021 წელს დედაქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 70 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე აცხადებს, რომ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას მუდმივად სჭირდება განახლება და განვითარება და ამ მიმართულებით 2021 წელს კომპანიამ დედაქალაქის ყველა რაიონში 70 პროექტი განახორციელა.

„სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში სრულად განახლდა, როგორც წყალსადენის ასევე წყალარინების ქსელები. წყალმომარაგების მოძველებული სისტემა განახლდა მანჯგალაძის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, კალანდაძის, განთიადის, რაზიკაშვილის, ერეკლე მეფის და სხვა ქუჩებზე. შეიცვალა მაგისტრალური ქსელები და დამონტაჟდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შედეგად, აღნიშნულ და მიმდებარე ქუჩებზე მომხმარებლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, – განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.

ალფაიძის თქმით, 2022 წელს „ჯივიპი“ განაგრძობს დედაქალაქის ყველა რაიონში მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებისთვის ინვესტირებას.