ზურა ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერში მჭირდება, თუ უნდა, ჩამოვიდეს
ზურა ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერში მჭირდება, თუ უნდა, ჩამოვიდეს

მე არაფერში მჭირდება, თუ უნდა, ჩამოვიდეს, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტების შეკითხვასთან დაკავშირებით. მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ, კონკრეტულად რომელ აეროპორტში, ეს შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ, ბოლომდე წამსვლელი ვარ“.

„არაერთხელ მაქვს ეს განცხადებები მოსმენილი, რომ მე ახლა ჩამოვალ, ახლა ჩამოვალ. რავი, თუ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ და ჟურნალისტების კითვხაზე, სჭირდებათ თუ არა სააკაშვილის ჩამოსვლა, აღნიშნა: „რაში უნდა მჭირდებოდეს?!“.