ზუგდიდში, დადიანების ეზოში ინციდენტის საქმეზე გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფი გამოკითხეს

15:39, 14.05.2019

ზუგდიდში, დადიანების ეზოში ინციდენტის საქმეზე გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფი გამოკითხეს. ადვოკატ მირანდა გოგოხიას თქმით, მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

„დაზარალებულად ცნეს, გამოკითხვა დასრულდა და ახლა ველოდებით მოწმეებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.

მსგავსი