ზოჰრან მამდანი – ნეთანიაჰუმ, როგორც არაერთხელ გაუკეთებია, თავისი გამოსვლა კვლავ უსაფუძვლო ტყუილების გასავრცელებლად გამოიყენა, რათა პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდი გაამართლოს

01:16, 25.09.2026

ნიუ იორკის მერი ზოჰრან მამდანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

მამდანის განცხადებით, ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა უსაფუძვლო განცხადებები, რომლებიც, როგორც ნიუ იორკის მერმა აღნიშნა, ღაზაში ისრაელის ქმედებების გამართლებას ემსახურება.

„პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ, როგორც არაერთხელ გაუკეთებია, თავისი გამოსვლა კვლავ უსაფუძვლო ტყუილების გასავრცელებლად გამოიყენა, რათა პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი გაამართლოს. თუმცა, ვერანაირი ტყუილი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ მასზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი კვლავ ძალაშია. ორდერი ნეთანიაჰუს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება“, – განაცხადა მამდანიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოსვლისას მამდანი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და ნიუ იორკის მერი მკაცრად გააკრიტიკა.

მსგავსი