ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ნაკრებთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ნაკრებთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

ხორვატიის საფეხბურთო კავშირმა გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ზლატკო დალიჩთან.

იტყობინებიან, რომ 55 წლის სპეციალისტთან ხელშეკრულება ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ბოლომდე იქნება ძალაში.

დალიჩმა ხორვატიის ნაკრები 2017 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მომდევნო წელს, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, ნოემბერში კი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა.