ზივზივაძეს ახალი დამრიგებელი ჰყავს - „ფეჰერვარს“ ავსტრიის ნაკრების ექს-მწვრთნელი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ზივზივაძეს ახალი დამრიგებელი ჰყავს - „ფეჰერვარს“ ავსტრიის ნაკრების ექს-მწვრთნელი უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძეს ახალი მწვრთნელი ჰყავს – უნგრული „ფეჰერვარის“ მთავარ მწვრთნელად საკამოდ ცნობილი უნგრელი სპეცაილისტი იმრე საბიჩი დაინიშნა. მან გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

40 წლის საბიჩი ცნობილი უნგრელი თავდამსხმელია. კარიერა „ფერენცვაროშში“ 17 წლის ასაკში დაიწყო, შემდეგ ავსტრიულ გრაცის „შტურმში“ ჩემპიონთა ლიგაზე და უეფა-ს თასზე ითამაშა. გერმანიაში გამოდიოდა „შტუტგარტში“, „კიოლნში“, „მაინცსა“ და „აუგსბურგში“, კარიერის ბოლო ოთხი სეზონი კი ისევ „შტურმში“ გაატარა. უნგრეთის ნაკრების 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

კარიერის შემდეგ, 2014-15 წლებში იყო უნგრეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრი. 2016–2017 წლებში „შტურმის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო 2018–2021 წლებში ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ.

„სამი წლის განმავლობაში „ფეჰერვართან“ უნგრეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მსურს. თუმცა, მოკლევადიან პერიოდში წარმატებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა სიმრავლის გამო, „კიშვარდას“ წინააღმდეგ ჩემპიონატის ტურის მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ერთი დღე გვექნება, მაგრამ მაინც გამარჯვებაზე ვფიქრობ. ზოგადად კი გვჭირდება გრძელვადიანი პროგრამა და უნდა ვიცოდეთ, ყველა ეტაპზე რა უნდა გაცაკეთოთ“, – განაცხადა „ფეჰერვარის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.