„ფეჰერვარი“ თასის ნახევარფინალშია - ზივზივაძე შევიდა, გაიტანა და გოლი ავტოგოლად ჩათვალეს
„ფეჰერვარი“ თასის ნახევარფინალშია - ზივზივაძე შევიდა, გაიტანა და გოლი ავტოგოლად ჩათვალეს

ბუდაპეშტის „ფეჰერვარი“ უნგრეთის თასის ნახევარფინალშია. ბუდუ ზივზივაძის გუნდმა მეოთხედფინალში „ბუდაფოკს“ საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. 

ბუდუ ზივზივაძე ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არ იყო. ის მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. მთავარი ამბები სწორედ ამის შემდეგ მოხდა. ბუდუმ ფლანგური გადაცემის შემდეგ ბურთს მიამრთულება თავით შეუცვალა, მცველი გუნდის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ქართველმა ანგარიში მაინც გახსნა. თუმცა, საბოლოოდ, ქართველის გოლი „ბუდაფოკის“ ხორვატი მცველის, დანიელ რომიჩის ავტოგოლად ჩათვალეს. საბოლოო ანგარიში კი 77-ე წუთზე კაპოვერდელმა თავდამსხმელმა, სტოპირამ (იანიკ დო სანტოს ტავარესმა) დააფიქსირა, „ფეჰერვარმა“ 2:0 მოიგო და თასის ნახევარფინალშია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ბუდუ ზივზივაძე სანიოლის სიაშია.

უნგრეთის თასის ნახევარფინალშია გიორგი ბერიძის „უიპეშტიც“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „მეზოკოვეშდიპენლატების სერიაში დაამარცხა. უნგრეთის თასის ნახევარფინალში ასევე გავიდნენ „კიშვარდა“ („ზალაეგერსზეგი“ შინ 6:1 დაამარცხა) და მტკ, რომელმაც გასვლაზე „დებრეცენს“ 1:2 სძლია.

უნგრეთის თასის ნახევარფინალური მატჩები ერთრაუნდიანია და 14 აპრილს გაიმართება. წილისყრის შედეგად, ქართველი ფეხბურთელების ორივე გუნდი გასვლაზე ითამაშებს:

მტკ – „ფეჰერვარი

კიშვარდა“ – „უიპეშტი