ზივზივაძე ოჯახის მოლოდინშია - ამ შესანიშნავ წარმატებას გულშემატკივრებს ვუძღვნით
ზივზივაძე ოჯახის მოლოდინშია - ამ შესანიშნავ წარმატებას გულშემატკივრებს ვუძღვნით

ბუდუ ზივზივაძესფეჰერვარის“ ოფიციალურმა გვერდმა კომენტარი ჩამოართვა გასვლაზე „უიპეშტთან“ მოგებული (5:0) მატჩის შემდეგ, რომელიც 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავად ჩაატარა – ბუდუმ გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და კიდევ ერთი გოლის აქტიური მონაწილე გახდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. სეზონი კარგად დაიწყო. მთელი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ და ამ შესანიშნავ წარმატებას გულშემატკივრებს ვუძღვნით. ლიდერ „ფერენცვაროშთან“ სხვაობის შემცირება შევძელით. მასთან 7 ქულა მაინც გვაშორებს. მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენ ამ მინუსების აღმოფხვრასაც შევძლებთ“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

ქართველი ფორვარდის თქმით, ის უნგრეთში ოჯახის წევრებს ელის: „ასევე მინდა ვთქვა, რომ მოუთმენლად ველი ჩემს ცოლ-შვილს, რომლებიც უნგრეთში ჩამოსვლას ხვალ შეძლებენ. ბედნიერი ვარ, რომ ისევ ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები”.

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში „ფეჰერვარის“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.