ზინჩენკომ შეიძლება კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს #1TVSPORT
ზინჩენკომ შეიძლება კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა ალექსანდრ ზინჩენკომ, შესაძლოა, კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს, – დაწერა ინტერნეტ-გამოცემა fichajes-მა.

კატალონელთა შემტევმა ფერან ტორესმა 25 წლის უკრაინელს რეკომენდაცია გაუწია „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან და სამწვრთნელო შტაბთან. ტორესი და ზინჩენკო ადრე ერთად თამაშობდნენ „მანჩესტერ სიტიში“.

დღეისთვის, „ბარსელონა“ დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე ფიქრობს, ამიტომაც მზად არის განიხილოს უკრაინელი ფეხბურთელის ტრანსფერი.

ზინჩენკოს კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.