ზედიზედ მეორედ, ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
ზედიზედ მეორედ, ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

ფეხბურთში ქალთა შორის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ფინალში ინგლისელებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიაში 3:1 დაამარცხეს.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. 25-ე წუთზე ესპანეთი მარიონა კალდენტეიმ დააწინაურა, ხოლო 57-ე წუთზე ალესია რუსომ წონასწორობა აღადგინა.

ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ქალთა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. 2022 წლამდე ინგლისელებს კონტინენტის პირველობა მოგებული არ ჰქონდათ, ისინი ფინალში ორჯერ დამარცხდნენ.

ქალთა შორის ევროპის 2025 წლის ჩემპიონატს შვეიცარიამ უმასპინძლა.