ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფება
ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე შევიდა. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება.

შენობაში შესვლამდე მას არ გაუკეთებია განცხადება, თუ ვის ხვდება უწყებაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ხვდება. ზაზა სარალიძის თქმით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი მისი შვილის მკვლელობის საქმე იქნება.

გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძის შესვლამდე, უწყების შენობასთან ინციდენტი მოხდა. ზაზა სარალიძე შენობის ეზოში შევიდა და საქმის პროკურორებთან შეხვედრას ითხოვდა. ზაზა სარალიძეს გენერალური პროკურატურის ტერიტორია დაატოვებინეს და განაცხადეს, რომ პროკურორები მას სამშაბათს შეხვდებოდნენ.

გენერალური პროკურატურის შენობასთან სამართალდამცველები რჩებიან. ასევე, ადგილზე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, სერგო რატიანი და გიგი უგულავა.