ზაზა ჯანაშია - ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავი გახდება #1TVSPORT
ზაზა ჯანაშია - ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავი გახდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა თავადმსხმელმა ზაზა ჯანაშიამ „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ის ვარსკვლავი გახდება! ვუყურე ამხანაგურ მატჩებს, სადაც მან ბევრი რამ აჩვენა – იმის მიუხედავადაც, რომ ეს მხოლოდ შეკრებაზე გამართული მატჩები იყო. მას შეუძლია იქ თამაში, ეს უეჭველია. ჯერ კიდევ „დინამო თბილისში“ ვმუშაობდი, პირველად რომ ვნახე და მივხვდი, რომ სუფთა პროფესიონალი იყო. ხვიჩა ვარჯიშის შემდეგ რჩებოდა და ორივე ფეხით და თავით დარტყმაზე ვარჯიშობდა. მას ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებს. გარდა ამისა, ნეაპოლი წმინდა საფეხბურთო ქალაქია, ამიტომ იქ მხოლოდ თამაშზე იფიქრებს. ნეტა ასეთი მეტი იყოს“, – ამბობს ზაზა ჯანაშია.

ვეტერანმა თავდამსხმელმა იტალიურ საკლუბო ფეხბურთში კვარაცხელიას შანსებზეც ისაუბრა:

„იტალიური ფეხბურთი ის აღარ არის, რაც იყო. ახლა ცოტა უფრო ადვილია იქ თამაში. კვარაცხელია არის ტექნიკური, სწრაფი, რთულია ასეთ ფეხბურთელებთან თამაში. მას აქვს ძალაც და გამძლეობაც. მას ყველაფერი გააჩნია და დარწმუნებული ვარ, მალე ვარსკვლავად იქცევა“.