ზაურ სვანაძე - წელს „დინამოს“ ასე ცუდად არ უთამაშია, ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ #1TVSPORT
ზაურ სვანაძე - წელს „დინამოს“ ასე ცუდად არ უთამაშია, ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ #1TVSPORT

გორის „დილამ“ „დინამო თბილისთან“ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შეხვედრა 2:0 მოიგო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, გორელთა თავდამსხმელმა პაატა ღუდუშაურმა შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივულოცავ. „დინამო თბილისთან“ მატჩამდე სამი თამაში გვქონდა წაგებული. თამაშის დროს რაც დავგეგმეთ, ყველაფერი გამოგვივიდა და მადლობა ღმერთს, ყველაფერი გავაკეთეთ, სამი ქულა რომ აგვეღო“, – ამბობს პაატა ღუდუშაური.

„დინამო თბილისიდან“ კი მატჩი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ნაცვლად მისმა ასისტენტმა, ზაურ სვანაძემ შეაფასა.

„ძალიან კარგი შანსი გვქონდა, რომ ბათუმის „დინამოსთვის“ გადაგვესწრო, მაგრამ ასეთი ცუდი ფეხბურთი ჩვენ წელს არ გვითამაშია, ყველაზე ცუდი მატჩი იყო. ვერაფერსაც ვერ ვიტყვით – აბსოლუტურად ყველა რგოლი ცუდად გამოიყურებოდა. ახლა სანაკრებო თამაშების გამო ორკვირიანი პაუზა გვექნება და შევეცდებით, ვითარება გამოვასწოროთ. ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ“.