ლიდერების მარცხის დღე - „დილამ“ „დინამო თბილისს“ შანსი არ დაუტოვა #1TVSPORT
ლიდერების მარცხის დღე - „დილამ“ „დინამო თბილისს“ შანსი არ დაუტოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-15 ტური ლიდერებისთვის ძალიან უიღბლო გამოდგა. ტურის ცენტრალური მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა – მესამე ადგილიდან დაქვეითებულმა „დილამ“ მეოერადგილოსან „დინამო თბილისს“ უმასსინძლა და რთულ დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„დინამო თბილისს“ ერთი რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. გორელებმა კი შეხვედრის ბედი მეორე ტაიმის ბოლოსკენ გადაწყვიტეს. 70-ე წუთზე გორელთა რიგებში საუკეთესომ, პაატა ღუდუშაურმა „დინამოს“ ესპანელი მცველი ვიქტორ მონხილი მარჯვენა ფლანგზე ჩამოიშორა, კარისკენ დაიძრა და მშვენიერი გოლით ანგარიში გახსნა.

74-ე წუთზე საგოლე შეტევა ისევ ღუდუშაურმა წამოიწყო, რომელიც თორნიკე კაპანაძემ განავითარა და ირაკლი ბიძინაშვილს გაუგრძელა, მან კი ახლოდან ზუსტად დაარტყა და „დილას“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

საბოლოოდ, „დილამ“ 2:0 მოიგო, 25 ქულა დააგროვა, ისევ გადაასწრო „ლოკომოტივს“ (24 ქულა) და მესამე ადგილი დაიბრუნა. ხოლო „დინამო თბილისი“ ისევ 31 ქულის ამარა დარჩა და ბათუმის „დინამოს“ (31 ქულით პირველ ადგილზე პირადი შეხვედრების ხარჯზეა) გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა.


დილა – დინამო თბილისი 2:0

გოლი: 1:0 ღუდუშაური (70. ჩიტეიშვილის პასით), 2:0 ბიძინაშვილი (74. თ. კირკიტაძის პასით)


 

დატოვე კომენტარი