„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს უფლებამოსილების ვადა პირველ მაისამდე გაუგრძელდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-ი) დღევანდელ საჯარო სხდომაზე მიიღო.

ცვლილებები შევიდა „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, ყაზტრანსგაზ-თბილისი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა, თუმცა კომპანიაში ამ დრომდე რჩება სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი.