ყაზანის გრანდ სლემის ბოლო დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT
ყაზანის გრანდ სლემის ბოლო დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT

ყაზანის გრანდ სლემის დასკვნით მესამე დღეს ოთხი ქართველი – იმედა გოგოლაძე (90), ლუკა მაისურაძე (90), ონისე სანებლიძე (100) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) გახდა, ხოლო მესამე ადგილი ნუგზარ ტატალაშვილმა (73) დაიკავა. წინასწარი შეხვედრები დღეს თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 გაიმართება.