ყაზაიშვილს შედეგიანი თამაში დაუფასდა - კორეაში ტურის საუკეთესოა [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზაიშვილს შედეგიანი თამაში დაუფასდა - კორეაში ტურის საუკეთესოა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა – საქართველოს ნაკრების შემტევის შესახებ ინფორმაციას K ლიგის ოფიციალური გვერდი ავრეცელებს.

28 წლის ქართველი სამხრეთ კორეაში ჩემპიონატის მე-8 ტურში „ულსანს“ „სეულთან“ საშინაო შეხვედრის მოგებაში გოლით და საგოლე გადაცემით დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და 29-ე წუთზე, ეფექტური დრიბლინგით საჯარიმოში შეჭრილმა თანაგუნდელს, კიმ მინ-იუნს, საგოლე გადაცემა გაუკეთა. 79-ე წუთზე კი ყაზაიშვილმა პატარა სპექტაკლი დადგა, მოედნის ცენტრიდან დაძრულმა მცველები გააბითურა და ლამაზი გოლის ავტორი გახდა.

საბოლოოდ „ულსანმა“ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კონკურენტი 3:2 დაამარცხა, რეგულარულ სეზონში გამართული 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მეორე ადგილზეა. ყაზაიშვილმა კი პირველივე კარგი თამაშის შემდეგ სპეციალისტების აღიარება დაიმსახურა.