ყაზაიშვილის სადებიუტო გოლი კორეაში - ქართველმა „ულსანს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზაიშვილის სადებიუტო გოლი კორეაში - ქართველმა „ულსანს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში მოხდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდმა „ულსანმა“ „სეულს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ყაზაიშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და „ულსანის“ მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მე-14 წუთზე „სეული“ დაწინაურდა. 29-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების შემტევის გადაცემით კიმ მინ-იუნმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 76-ე წუთზე ყაზაიშვილმა გუნდი დააწინაურა.

ამის შემდეგ მეტოქეებმა თითო გოლი გაიტანეს. საბოლოოდ „ულსანმა“ 3:2 მოიგო, რეგულარულ სეზონში გამართული 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ჯეონბუკ მოტორსს“ 3 ქულით ჩამორჩება.