ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა - ქართველის გუნდი ლიდერს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა - ქართველის გუნდი ლიდერს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის „ულსანში“ მორიგი გოლი გაიტანა. ამ აზიური ქვეყნის კ ლიგის (უმაღლესი დივიზიონი) მე-13 ტურში ქართველის გუნდმა „გუნჯუს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 

ვაკო ყაზაიშვილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები 21-ე წუთზე ავსტრიელმა ლუკაშ ჰინტერსეერმა დააწინაურა, 50-ე წუთზე კი ქართველმა შემტევმა თავი გამოიჩინა.

ვაკო ყაზაიშვილმა საჯარიმოსთან ბურთი მიიღო, ეფექტური მოძრაობებით ორი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და მოჭრილი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა, შეხვედრაში კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

13 ტურის შემდეგ „ულსანმა“ 25 ქულა დააგროვა და სამი ქულით ჩამორჩება „ჯეონბუკს“, რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს. საქართველოს ნაკრების შემტევმა კორეულ კლუბში უკვე მეცხრე მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი გაიტანა, პლუს ორი საგოლე გადაცემა აქვს.