წყალბურთი ​| მესამე მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე - უნგრეთი-საქართველო პირველ არხზე  [ვიდეო] #1TVSPORT
წყალბურთი ​| მესამე მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე - უნგრეთი-საქართველო პირველ არხზე  [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჯგუფში ბოლო შეხვედრას უძლიერესი უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

უნგრეთის ნაკრები, ურთიერთშეხვედრები, შემადგენლობა, მიმოლხილვა

უნგრეთის წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ითვლება – 16 მედალი აქვს მოგებული ოლიმპიურ თამაშებზე (აქედან 9-ჯერ გახდა ჩემპიონი, რაც რეკორდია), 11 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე, 10 – FINA მსოფლიო ლიგაზე, 24 მედალი ევროპის ჩემპიონატზე, მათ შორის 13 ოქრო. ამ შედეგით უნგრელები რეკორდსმენები არიან – სხვა არცერთ ქვეყანას არ მოუგია 13-ჯერ ევროპის ჩემპიონატი.

საქართველოს ნაკრებს უნგრეთთან 6-ჯერ უთამაშია. აქედან 5 ოფიციალური მატჩი, ერთი კი საერთაშორისო ამხანაგური.

ურთიერთშეხვედრები:

2015 მსოფლიო ლიგის საკვალიფიკაციო – უნგრეთი VS საქართველი 17:0

2016 ევროპის ჩემპიონატი, პლეი ოფი – უნგრეთი VS საქართველო 14:3

2016 მსოფლიო ლიგის საკვალიფიკაციო – საქართველო VS უნგრეთი 10:20

2016 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი  – უნგრეთი VS საქართველო 18:5

2018 ევროპის თასის წინასწარი მატჩი – უნგრეთი VS საქართველო 16:5

2018 ევროპის ჩემპიონატი – საქართველო VS უნგრეთი 5:12

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი),  ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.

უნგრეთის წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე:

მარტონ ლევაი (OSC), სომა ფოგელი (ფერენცვაროში), დანიელ ანგიალი, გერგელი ბურიანი (OSC), ბალაშ ზარაი (OSC), შილარდ იანშიკი (ფერენცვაროში), კრისტიან მანჰერცი (OSC), ტამაშ მეზეი (ვაშაში), ადამ ნაგი (ფერენცვაროში), ზოლტან პოლი (ფერენცვაროში), დენეს ვარგა (ფერენცვაროში), მარტონ ვამოსი, გერგო ზალანკი (პრო რეკო).

დეიან სტანოიევიჩმა – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“, თქვა, რომ ბრაზილიისა და საქართველოს ნაკრებები თანაბარი სიძლიერის გუნდები არიან და რომ მას ჩვენი ნაკრები აუცილებლად მოუგებდა. თქვა ისიც, რომ ყველა გუნდთან ბოლო წამამდე ითამაშებდა – „თუ ეს ასე არ მოხდა, გპირდებით, აქედან წავალ“.

ასე მოხდა ჯგუფის განვლილ ორ თამაშშიც: ბრაზილია დავამარცხეთ, მონტენეგროსთან კი 1 ბურთით დავმარცხდით.

 

ბრაზილია – საქართველო

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ბრაზილიასთან გამარჯვება იზეიმა.

პირველი ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო და ეს ანგარიშზეც აისახა – 5:5. მეორე ტაიმის დასაწყისში მარკო ელაჩამ მოახერხა საქართველოს წინ გაყვანა, თუმცა მალევე ბრაზილიელებმა გაგვითანაბრეს და წინაც გავიდნენ. ბორის ვაპენსკიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ბრაზილილებმა შორეული  დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს. მესამე მეოთხედის მეორე ნახევარში ადეიშვილმა შუშიაშვილის პასით ულამაზესი გოლი გაიტანა, სარიჩმა კი 2 გოლი  გაუტანა ბრაზილიის ნაკრებს და სამბურთიანი უპირატესობით გადავედით მეოთხე მეოთხედში. ამ პერიოდში ბრაზილიამ ორი, საქართველომ კი 3 გოლის გატანა მოახერხა და თამაში საბოლოოდ 14:10 ანგარიშით დასრულდა

საქართველო – მონტენეგრო

საქართველო მონტენეგროსთან თამაშში სამჯერ დაბრუნდა, მაგრამ, სამწუხაროდ ამ ძალიან დაძაბულ მატჩში მონტენეგროსთან 9-10 დამარცხდა.

„საქართველოს თამაში იყო ამაღელვებელი, მოქმედებით სავსე შეხვედრა, რომელშიც მან რეალისტური პრეტენზია წამოაყენა რვაეულში“, – წერს საწყლოსნო სახეობების ფედერაცია თავის ვებგვერდზე

პირველ შესვენებაზე მონტენეგრო ლიდერობდა 4-1, მეორე მეოთხედში 4-4-ისთვის უგოლოდ გავიდა, 7-4, 8-5 დაარტყა და ბოლო შესვენებაზე 8-7 ჰქონდა უპირატესობა. ბოლო პერიოდის დაწყებისას იოვან სარიჩმა პენალტი დაარტყა, 8-8 გახდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბოგდან დურდიჩმა უძლიერესი დარტყმით მონტენეგრო დააწინაურა, ამას მოყვა  ვასილიე რადოვიჩის ზუსტი დარტყმა და ანგარიში 10-8 გახდა. ანდრია ბითაძემ 3:06-ზე შეძლო გოლის გატანა და სხვაობის შემცირება. საქართველოს ჰქონდა შანსი გაეტანა გამთანაბრებელი გოლი. ბოლო შეტევაში ორჯერ დაარტა, მაგრამ მონტენეგროს ნაკრების მეკარემ დეიან ლაზოვიჩმა ორივე დარტყმის მოგერიება მოახერხა.

A ჯგუფი | შედეგები:

ბრაზილია – საქართველო 10:14

საქართველო – მონტენეგრო 10:9

უნგრეთი – ბრაზილია 20:6

მონტენეგრო – უნგრეთი 8:12

ბრაზილია – საქართველო 10:14

უნგრეთი – ბრაზილია 20:6

A ჯგუფის ცხრილი:

უნგრეთი: 4 ქ

საქართველო: 2 ქ

მონტენეგრო: 2ქ

ბრაზილია: 0

შეგახსენებთ, რომ ჯგუფებიდან სამ-სამი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გადის. გამარჯვებული მეოთხედფინალში, მეორე და მესამე ადგილზე გასული ნაკრებები მერვეფინალში იასაპრეზებენ.