წურწუმია უმედლოდ დარჩა, მელია საფრანგეთის გრან პრის ფინალშია
წურწუმია უმედლოდ დარჩა, მელია საფრანგეთის გრან პრის ფინალშია

​საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრიზე, დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.

ჩვენი ქვეყნის სახელით ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.) და სულხან ბუიძე (130 კგ.) გამოვიდნენ, საიდანაც წურწუმიამ და მელიამ ნახევარფინალში იჭიდავეს.

მელია ფინალში გავიდა, წურწუმიამ კი ნახევარფინალური ორთაბრძოლაც დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაშიც დამარცხდა.

დანარჩენი სამი სპორტსმენი კი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს კვლავ ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იასპარეზა. ანრი დელანის სახელობის გრან პრიზე ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავად იჭიდავეს. მათ ანგარიშზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია.