წურწუმია ნახევარფინალშია | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

ქართველი ფალავანი, ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალურ შეხვედრაში მას ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანი შეხვდა. ორთაბრძოლა 40 წამში დასრულდა და წურწუმიამ მეტოქე მარტივად, 8:0 დაამარცხა.

ნუგზარ წურწუმია დღის პირველ შეხვედრაში ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიხადემს დაუპირისპირდა და 6:1 გაიმარჯვა. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე კი რუს ვასილი ტოპოევს შეხვდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (11:9).