ნუგზარ წურწუმია მეოთხედფინალში გავიდა | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) რუს ვასილი ტოპოევს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

პირველი პერიოდის შემდეგ ტოპოევი 5:3-ს იგებდა, მაგრამ წურწუმიამ მეორე ნახევარში ძალების მობილიზება მოახერხა და 9:5 დაწინაურდა. რუსმა სპორტსმენმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და ბოლო მოპოვებული ქულის ხარჯზე გამარჯვება მას უნდა დარჩენოდა. შეხვედრის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც ქართველმა ფალავანმა იაქტიურა, მეტოქეს ორი ქულა აართვა და 11:9 მოიგო. წურწუმიას შემდეგი მოწინააღმდეგე ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანი იქნება.

ნუგზარ წურწუმია დღის პირველ შეხვედრაში ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიხადემს დაუპირისპირდა და მეტოქე 6:1 დაამარცხა.

მერვედფინალური შეხვედრა დათმო ლაშა გობაძემ (82 კგ.), რომელმაც შეხვედრა ოლიმპიური თამაშების პრიზიორ, ირანელ საიდ აბდვალისთან 6:2 წააგო.