წურწუმია და მელია საფრანგეთის გრან პრის ნახევარფინალში იჭიდავებენ
წურწუმია და მელია საფრანგეთის გრან პრის ნახევარფინალში იჭიდავებენ

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრიზე, დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.

ჩვენი ქვეყნის სახელით ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.) და სულხან ბუიძე (130 კგ.) გამოვიდნენ, საიდანაც წურწუმია და მელია ნახევარფინალში იჭიდავებენ, დანარჩენი სამი სპორტსმენი კი ბრინჯაოს მედლის შანსს კვლავ ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იასპარეზა. ანრი დელანის სახელობის გრან პრიზე ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავად იჭიდავეს. მათ ანგარიშზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია.