წლის შემაჯამებელ ტურნირი ალექსანდრ ზვერევმა მოიგო #1TVSPORT
წლის შემაჯამებელ ტურნირი ალექსანდრ ზვერევმა მოიგო #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელ ტურნირის გამარჯვებული გახდა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი. გადამწყვეტ მატჩში მან რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა.

ზვერევი და მედვედევი ამ ტურნირზე ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ რუსმა სამ სეტში მოიგო. ფინალამდე ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში იყო 6:5 მედვედევის სასარგებლოდ. გადამწყვეტი მატჩი კვირას გაიმართა და ზვერევმა იოლი რევანშის აღება შეძლო. გერმანელმა საათსა და 16 წუთში ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:4. ზვერევმა საკუთარ მოწოდებაზე ძალიან მძლავრად ითამაშა და მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა, თავად კი ოთხიდან ორი ბრეიკპოინტის გამოყენება შეძლო.

ზვერევმა 2021 წელს 59 მატჩი მოიგო. მის ანგარიშზეა ტიტულები მადრიდისა და ცინცინატის „მასტერსებზე“, ტოკიოს ოლიმპიადაზე, აკაპულკოსა და ვენის ტურნირებზე. უიმბლდონის შემდეგ, გერმანელმა 36-დან 32 მატჩი მოიგო.

დატოვე კომენტარი