წიტაიშვილის პირველი მატჩი და გამარჯვება „ჩერნომორეცში“ #1TVSPORT
წიტაიშვილის პირველი მატჩი და გამარჯვება „ჩერნომორეცში“ #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ოდესის „ჩერნომორეცში“ სადებიუტო შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩი მარიუპოლში გაიმართა და დაძაბული დაპირისპირება ოდესელების გამარჯვებით დასრულდა – 3:2. ეს „ჩერნომორეცითვის“ სეზონში პირველი მოგება იყო და გუნდი სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

ოდესელთა შემადგენლობაში ითამაშა ბექა ვაჩიბერაძემაც, რომელიც გუნდში წელს ჩაირიცხა. 25 წლის ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

„ჩერნომორეცის“ მთავარმა მწვრთნელმა იური მოროზმა „მარიუპოლთან“ (3:2) გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა და წიტაიშვილზეც ილაპარაკა:

„რაც შეეხება გიო წიტაიშვილს, ჩვენ მისგან მეტს ველოდებით, მაგრამ მისი დრიბლინგი და რეიდები დღეს შესანიშნავი იყო. როდესაც ის ფორმაში შევა, კიდევ უფრო შთამბეჭდავად ითამაშებს“.